„ფელიზი“ 100% საფერავისგან დამზადებული მშრალი ვარდისფერი ღვინოა - ელეგანტური ყვავილოვან-კენკროვანი არომატით, კარგი მჟავიანობით და რბილი დაბოლოებით. არომატებიდან საგრძნობია კოწახური, ვარდის ფურცლები და მწიფე მარწყვი, რომელიც მოგვიანებით ვლინდება ბაღის ჟოლოსა და ლიჩის ტონებით. გემოში დომინირებს კოწახური და კენკრა.
