ლილია logo
ლილია
Grapes

ლილია

უსახელოური ღვინო "ლილია" - ლეჩხუმის უნიკალური მევენახეობის ცოცხალი მემკვიდრეობაა, იშვიათი ადგილობრივი უსახელოურის ჯიშის ვაზისგან შექმნილი ელეგანტური პრემიუმ კლასის ბუნებრივი წითელი ტკბილი ღვინო, დაყენებულია უძველესი რადიციებით,ბუნებრივი დუღილის პირობებში უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში,ლიმიტირებული კოლექციის სახითაა წარმოდგენილი. უსახელოური ღვინო „ლილია“ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მევენახეობის ტრადიციის დახვეწილი ქმნილებაა, მიღებული ლეჩხუმის მიკროზონაში( სოფელი ოყურეში) მოყვანილი იშვიათი ადგილობრივი უსახელოურის ვაზის ჯიშისგან. იგი წარმოადგენს ელეგანტურ, პრემიუმ კლასის ბუნებრივ წითელ ტკბილ ღვინოს, რომელიც გამოირჩევა ავთენტური ხასიათით, ჯიშური სისუფთავითა და გამორჩეული არომატულ-გემოვნური პროფილით. ღვინო დაყენებულია ტრადიციული მეღვინეობის პრინციპების შესაბამისად, ლეჩხუმის უნიკალური გარემო-კლიმატური პირობების გავლენით, ბუნებრივი დუღილის პროცესით, რაც სრულად წარმოაჩენს ღვინის იდენტობას. „ლილია“ იწარმოება შეზღუდული რაოდენობით და წარმოადგენს სადეგუსტაციო, საკოლექციო ღირებულების მქონე ღვინოს. მის არომატულ ბუკეტში ჰარმონიულად იკვეთება მწიფე ალუბლის, ტყის წითელი კენკრის, მაყვლისა და ველური ყვავილების ტონები, რაც გემოს ანიჭებს სრულყოფილ ბალანსს, ხავერდოვან სტრუქტურასა და ხანგრძლივ, დახვეწილ დაბოლოებას. რეკომენდებულია მიირთვათ 12–14°C ტემპერატურაზე. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც დამოუკიდებელი სადეგუსტაციო ღვინო, ასევე არმონიულად ეხამება დესერტებს, რბილ და დაობებულ ყველებს; ოპტიმალური შენახვის ტემპერატურაა 12–16°C, ბნელ, გრილ და ტაბილურ გარემოში.

სოფელი ოყურეში, რაჭა-ლეჩხუმი

საქართველოში, ლეჩხუმის ისტორიული მევენახეობის მხარეში, სოფელ ოყურეშში, სამდარიოს მზიან ფერდობებზე, იღებს სათავეს ღვინო „ლილია“. სწორედ აქ მდებარეობს მუშკუდიანების ასწლოვანი საოჯახო მარანი, სადაც უსახელოურის მოყვანისა და ღვინის წარმოების ტრადიცია თაობიდან თაობას სიყვარულითა და პასუხისმგებლობით გადაეცემა, მიღებული ცოდნა და ოჯახის მრავალწლიანი გამოცდილება 2022 წელს გაერთიანდა ბრენდში :უსახელოური ღვინო “ლილია“; ღვინო იქმნება ბუნებრივი დუღილისა და დავარგების პროცესების დაცვით,უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, რაც განაპირობებს სენსორული სისუფთავის, სტაბილურობისა და გამორჩეული არომატული პროფილის შენარჩუნებას. მარნის მთავარი ღირებულებაა უსახელოურის ბუნებრივი ხასიათისა და ავთენტური იდენტობის შენარჩუნება. ამ ბოთლით შენ ხელში გიჭირავს ქართული მეღვინეობის იშვიათი მემკვიდრეობა - ლეჩხუმის მზით მომწიფებული ვაზის რჩეული ნაყოფი, თაობებიდან გადმოცემული მეღვინეობის ცოდნა და საქართველოს ბუნებისგან ნაბოძები უნიკალური გემო.

პროდუქტები

  • lilia usakhelouri

    Usakhelouri · 2025

    "Lilia" is a living heritage of Lechkhumi’s unique viticultural tradition - an elegant premium-class natural sweet red wine crafted from the rare indigenous Usakhelouri grape variety. Produced according to ancient winemaking traditions through natural fermentation in stainless steel vessels, it is presented as a limited-edition collection.

    რაჭა-ლეჩხუმი

    135.49 ₾

გსურთ თქვენი მეღვინეობის გაფართოება?

დაგვიკავშირდით
Grapes and wine glass