მეღვინეობა მარელი
ღვინის მარანი მარელი მდებარეობს თელავში, სასტუმრო თელას ნულოვან სართულზე. მარელის ღვინო მზადდება ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდის გამოყენებით. ღვინის მარანში განთავსებულია 20 ქვევრი, რომელიც განსაზღვრულია 17,8 ტონა ღვინოზე. ამჯერად მარანს აქვს 2017-2024 წლების მოსავლის მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინო: საფერავი, რქაწითელი და კახური მწვანე. მარელის საკუთრებაშია 10 ჰექტარი საკუთარი ვენახი სოფელ ნაფარეულში, სადაც გაშენებულია რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე.
სოფელი ნაფარეული, კახეთი
კახური მწვანე ჩვენი ღვინო დაწურულია მწვანის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოგვყავს კახეთის რეგიონში, სოფელ ნაფარეულის ვენახებში. ტრადიციული წესით დამზადებული ჩვენი ღვინო მშრალია, ხალისიანი და ენერგიული. აქვს ოქროსფერი შეფერილობა, არის ძალიან არომატული, მკვეთრად გამოხატული მინდვრის ყვავილების სურნელით. საუკეთესოდ ეხამება თევზს და ხორცს, თუმცა მისი ცალკე მირთმევაც ერთი სიამოვნებაა რქაწითელი ღვინო რქაწითელი დაწურულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოგვყავს კახეთის რეგიონში, სოფელ ნაფარეულის ვენახებში. ტრადიციული წესით დამზადებული ჩვენი ღვინო მშრალია, ხალისიანი დ ჰარმონიული. აქვს ქარვისფერი შეფერილობა და გამორჩეული ხილის არომატი. ეს მსუბუქად დასალევი რქაწითელი იდეალურად ეხამება თევზს, ყველს და მსუბუქ სალათებს. საფერავი მარელის წითელი მშრალი ღვინო დაწურულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოგვყავს კახეთის რეგიონში, სოფელ ნაფარეულის ვენახებში. ტრადიციული წესით დამზადებული ჩვენი ღვინო სხეულიანია, ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, იგრძნობა მოცხარის და მაყვლის არომატები, რომელთაც თან ერთვის ხავერდოვანი ტანინები. საუკეთესოდ ეხამებახორცეულს და პასტას, თუმცა ცალკე მირთმევაც ერთი სიამოვნებაა.
პროდუქტები
რქაწითელი · 2024
Our wine made of Rkatsiteli grapes is harvested in our vineyards of Napareuli village, Kakheti Region. Rkatsiteli - grape variety from vineyards in Kakheti Region, village Napareuli, 450 meters above sea level; where climate is mild continental and soil brown carbonate.
- ქვევრი
- მშრალი
კახეთი
36.49 ₾კახური მწვანე · 2024
Our wine made of Mtsvane grapes is harvested in our vineyards of Napareuli village, Kakheti Region.
- ქვევრი
- მშრალი
კახეთი
39.99 ₾საფერავი · 2017
Our dry red wine is made of Saperavi grapes, that is harvested in our vineyards of Napareuli village, Kakheti region.
- ქვევრი
- მშრალი
კახეთი
49.49 ₾