ნაფერი logo
Grapes

ნაფერი

ნაფერი - დაბრუნება ფესვებთან - ეს არის ბრენდი, რომელიც ეფუძნება მეღვინეობის იმ დიდებული ტრადიციის აღორძინებას, რაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართული კულტურისა და სულიერების მყარ საძირკველს. სახელწოდება „ნაფერი“ სწორედ იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ხასიათიდან მოდის, რაც ქართულ ხალხსა და ვაზს შორის ჩამოყალიბდა - ურთიერთობის, რომელიც დღესაც განუყოფელ ნაწილად რჩება ქართული იდენტობისა და ცხოვრების წესის. მარანი მდებარეობს ისტორიულ სოფელ ნავაზში, რომლის სახელწოდების ეტიმოლოგიაც და სოფელში აღმოჩენილი არტეფაქტებიც ადასტურებს, რომ ეს ადგილი ოდითგანვე იყო მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი კერა. სოფლის შუაგულში დგას ძველი ციხე-სიმაგრე, რომლის ნანგრევებში აღმოჩენილი ქვევრები ადასტურებს, რომ ამ სოფელში საუკუნეების წინ ღვინოს ქვევრებში აყენებდნენ. ამ მტკიცებულებებს ემატება ადგილობრივი მოხუცების ზეპირი გადმოცემები, რომლებიც დროთა განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს ტრადიცია დაკარგული იყო. სოფელში აღარავინ დარჩა, ვინც მეღვინეობას გააგრძელებდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ერთმა ადამიანმა, ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებებისა და სამშობლოს სიყვარულის ფონზე, გადაწყვიტა დაებრუნებინა მარნის ისტორია. სწორედ იმ ადგილას, სადაც ბავშვობაში ისმენდა ციხის, ქვევრებისა და ვაზის ამბებს, გადაწყდა მარნის აღდგენა. „ნაფერი“ მხოლოდ ღვინის მწარმოებელი არ არის - ესაა მოძრაობა, დაკარგული მემკვიდრეობის აღორძინება. მიზანია შთაგონება მისცეს ახალ თაობას, დაანახოს მათ რომ მეღვინეობა შეიძლება იყოს არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების გზა. ეს არის მოწოდება ღირსების, თავდადების და ფესვებთან დაბრუნებისკენ. ყოველი ბოთლ ღვინოში იგრძნობა ისტორია, მეხსიერება და ტრადიციის რწმენით გაგრძელება. „ნაფერი“ — ესაა იმ მცდელობის სახელი, რომლითაც ერთი სოფელი თავისი ფესვებს უბრუნდება.

ნავაზი, შიდა ქართლი

სოფელი ნავაზი მდიდარ მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციას ფლობს, რაც დასტურდება როგორც ეტიმოლოგიურად, ასევე აღმოჩენილი არტეფაქტებით. სოფელში მდებარე ძველი ციხე-სიმაგრეში ნაპოვნი ქვევრები ადასტურებს, რომ აქ საუკუნეების წინ ღვინოს აწარმოებდნენ. ნავაზი გაშენებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობზე, რაც მას შესანიშნავ სავენახე მდებარეობად აქცევს. ნიადაგის ანალიზი აჩვენებს, რომ შემადგენლობა შესაფერისია ქართლის რეგიონისთვის დამახასიათებელი მაღალმჟავიანი საღვინე ჯიშების გასაზრდელად. რელიეფი, მზე, კლიმატი და ისტორიული მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს, რომ ნავაზი საქართველოს მეღვინეობის მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.

პროდუქტები

  • napheri goruli mtsvane

    გორული მწვანე · 2024

    The wine is made from the Goruli Mtsvane grape variety, which is cultivated in the Kartli region, namely in the Kaspi district, which is known as one of the best places for revealing the full potential of this grape variety. The wine is made by Georgian Kartlian traditional method in qvevri.

    • ქვევრი
    • მშრალი

    ქართლი

    46.49 ₾
  • napheri rkatsiteli

    რქაწითელი · 2023

    The wine is made from the Rkatsiteli grape variety, which is cultivated in the Kakheti region, namely in the Gurjaani district village kardenakhi, which is known as one of the best places for revealing the full potential of this grape variety. The wine is made by Georgian Kakhetian traditional method in qvevri.

    • ქვევრი
    • მშრალი

    კახეთი

    38.49 ₾
  • napheri mtsvane kakhuri

    კახური მწვანე · 2023

    The wine is made from the Mtsvane grape variety, which is cultivated in the Kakheti region, namely in the Akhmeta district, which is known as one of the best places for revealing the full potential of this grape variety. The wine is made by Georgian Kakhetian traditional method in qvevri.

    • ქვევრი
    • მშრალი

    კახეთი

    38.49 ₾
  • napheri saperavi

    საფერავი · 2023

    The wine is made from the Saperavi grape variety, which is cultivated in the Kakheti region, namely in the Telavi district , which is known as one of the best places for revealing the full potential of this grape variety. The wine is made by Georgian Kakhetian traditional method in qvevri.

    • ქვევრი
    • მშრალი

    კახეთი

    38.49 ₾

გსურთ თქვენი მეღვინეობის გაფართოება?

დაგვიკავშირდით
Grapes and wine glass