იტალიური ოსტატობა, ქართული სული.
ელეგანტურობის დისციპლინა
არც ზარ-ზეიმი. არც რიტუალები.
მხოლოდ ხელი, ყურძენი და მოთმინებას ნაჩვევი გონება.
ჩვენი ღვინო სიჩუმეში იწყება და მოულოდნელობით სრულდება.
8000 წელი. ერთი კითხვა.
საქართველოში ღვინოს 8000 წელია აყენებენ. მაგრამ ოდესმე თუ დაუყენებიათ იგი დისციპლინით? თავშეკავებით? ნოსტალგიის გარეშე?
ჩვენ აქ შედარებისთვის არ ვართ. ჩვენ საკუთარ თავს ვზომავთ.
შექმნილია საქართველოში. არ ჰგავს არცერთ ქართულ ღვინოს.
ჩვენი მიდგომა
შექმნილია უკომპრომისოდ
ჩვენ ისტორიას არ ვყიდით. ვმუშაობთ იმით, რასაც მიწა დღეს გვაძლევს - მითებისა და მედლების გარეშე. მხოლოდ მზე, ფერდობი, ნიადაგი და ნება.
ყოველი გადაწყვეტილება, ვენახიდან ბოთლამდე, ერთი საზომით მოწმდება: ხდის თუ არა ის ღვინოს უფრო ზუსტს? თუ არა, მასზე უარს ვამბობთ.
დამფუძნებლები
ასე დაიბადა ნიმბი
ქართული მეღვინეობა 8000-წლიან ისტორიასა და ოჯახებში შემონახულ ტრადიციას ეყრდნობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ქართული ღვინის ხასიათს აყალიბებდა. სწორედ ამ ფესვებიდან მოდის ნიმბი, მეღვინეობა, რომელიც 2019 წელს ბაჩო ბუღდიაშვილმა და ვატო ოთხმეზურმა დააარსეს. ვაზის სიყვარულმა მათ ერთი მიზანი ჩამოუყალიბა: აღმოეჩინათ ქართული ღვინის სრული პოტენციალი, რომელიც პრემიუმ სეგმენტში გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებდა.
ორი მეგობარი, ვატო და ბაჩო - ორივე წარმატებული, ორივე მოუსვენარი და ორივე უკმაყოფილო იმით, რადაც ქართული ღვინო იქცა. 8000-წლიანი ტრადიციით ამაყ ქვეყანაში ისინი ერთსა და იმავეს ფიქრობდნენ: სად არის სრულყოფა? ელეგანტურობა? კონტროლი?
ისინი მეღვინეები არ იყვნენ. სწორედ ამიტომ დაინახეს ყველაფერი ნათლად.

მეღვინე
თითოეული ბოთლის შემოქმედი
Riccardo Cotarella

ამ მიზნის მისაღწევად, ორი სამყაროს დაკავშირება იყო საჭირო. ქართული ღვინო ემოციურია, თანამედროვე მეღვინეობა კი ზუსტ ტექნიკურ დისციპლინას და პროცესის კონტროლს მოითხოვს, ამიტომ გაჩნდა საჭიროება ისეთი ადამიანისა, ვისაც ესმოდა ქართული ღვინის სული და ამავდროულად, ფლობდა ცოდნას, რომლის მეშვეობითაც ტრადიციას თანამედროვე მსოფლიო სტანდარტზე აიყვანდა.
სწორედ აქ ჩნდება რიკარდო კოტარელა. იგი თანამედროვე მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. დღეს იგი იტალიის ენოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია. მან ათი წლის განმავლობაში უხელმძღვანელა მსოფლიო ღვინის ასოციაციასაც, სადაც ახლა საპატიო პრეზიდენტის სტატუსს ატარებს.
ნიმბის დამფუძნებლებს სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდებოდათ, ვისაც ყურძნის სიყვარული ამოძრავებს და ვისთვისაც მეღვინეობა მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის. ხოლო კოტარელამ ნიმბის მეშვეობით იპოვა გზა, რომელმაც 60 წლის შემდეგ მეღვინეობის საწყისებთან დააბრუნა - საქართველოში, ღვინის სამშობლოში.
ნიმბის ხედვისა და კოტარელას პროფესიული მიდგომის შერწყმით ჩამოყალიბდა თანამშრომლობა, რომელმაც უნიკალური ღვინის შექმნას დაუდო საფუძველი.

მთელ მსოფლიოში ვნებითა და სიყვარულით ვადევნებდი თვალს ღვინის წარმოებას, მაგრამ ამის კეთება ღვინის სამშობლოში, საქართველოში, მაღელვებს და სიამაყით მავსებს. მადლობას ვუხდი ნიმბის მფლობელებს, ვახტანგ ოთხმეზურსა და ბაჩო ბუღდიაშვილს, რომ ამ შესანიშნავი პროექტის ხელმძღვანელობა მე მომანდეს.
- Riccardo Cotarella
კოლექცია
სამი ღვინო, სამი განზრახვა

საწყისი
Intento
ჩვენი ყველაზე ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ღვინო. სახელი აერთიანებს განზრახვას - მკაფიო მიზანს - და სინაზეს: სირბილეს, სიახლოვესა და მადლს.
შუა ხაზი
Origine
შუა ხაზი. სახელი სიღრმესა და იდენტობაზე მიუთითებს: ეს ღვინო უბრალოდ რომელიმე ადგილიდან არ არის - მასში თავისი ადგილის არსია.
უმაღლესი ხაზი
Memoria
ჩვენი უმაღლესი ხაზი. ეს მემკვიდრეობაზეა - ღვინოზე, რომელიც კვალს ტოვებს. მთავარია არა ის, სად დამზადდა, არამედ ის, რას გაგრძნობინებთ და რამდენ ხანს დაგამახსოვრდებათ.
სად ვართ
ხაშმი, კახეთი
ხაშმის მიკროზონა მდებარეობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და გამოირჩევა თბილი კლიმატით, მზიანი დღეებითა და კარბონატული ნიადაგებით, რაც ღვინოში განაპირობებს ინტენსიურ ფერს, მდიდარ არომატესა და ძლიერ სტრუქტურას. გომბორის ქედის გავლენით აქ შედარებით გრილი კლიმატია, რაც საფერავს, სრულ სიმწიფესთან ერთად, ცოცხალი მჟავიანობის შენარჩუნებაშიც ეხმარება.
ხაშმში ყურძენი კარგად მწიფდება, რის გამოც ღვინო გამოირჩევა სრული სხეულით, ინტენსიური ტანინებითა და საშუალოზე მაღალი ალკოჰოლით. ხაშმის საფერავის მთავარი ხელწერა ძლიერი სტრუქტურა, ცოცხალი მჟავიანობა და არომატული მრავალფეროვნებაა.
ჩვენ არ გპირდებით, რომ გაგაოცებთ. გპირდებით, რომ დაგამახსოვრდებით.
პროდუქტები
რქაწითელი · 2024
ღვინო ხასიათდება ჩალისფერი, მომწვანო ელფერით. მინერალურ არომატებთან
ერთად ვხვდებით თეთრი კურკოვანი ხილისა და ტროპიკული ტონებს: უფრო
გამოხატულია ატამი, მწვანე ვაშლი და პაპაია. გემოთი ღვინო არის მინერალური
მეორდება ხილის ნოტები სანელებლებთან ერთად, აქვს საშუალოზე მაღალი
მჟავიანობა და მსუბუქი, სასიამოვნო ტექსტურა, გამოირჩევა დაბალანსებული
სტრუქტურითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
კახეთი
44.99 ₾საფერავი · 2024
ღვინო არის მუქი ალუბლისფერი, კრიალა. გამოკვეთილია წითელი კენკრის
არომატები, დაბალანსებული ევკალიპტის, ძირტკბილას ტონებით. მეორდება
ცხვირზე აღქმული არომატები, ძლიერი, დაბალანსებული ტანინებით და
ხანგრძლივი დაბოლოებით.
კახეთი
54.49 ₾