კალიგრაფი

Grapes

ბრენდი შეიქმნა 2024 წელს, შექმნის იდეა მოვიდა ქართული ვაზის და ღვინის ტრადიციიდან. ჩვენ ვფიქრობთ რომ საქართველოს მეღვინეობის 8000 წლოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მრავალ მეღვინეს შთააგონებს, პირველ რიგში ქართველი მეღვინეებისთვის უნდა იყოს სულისჩამდგმელი და მამოძრავებელი ძალა.

სოფელი ვაზისუბანი, კახეთი

ჩვენი ღვინის საწარმოებლად ვიყენებთ მოსავალს ვენახიდან, რომელიც მდებარეობს კახეთში,გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში. სწორედ ვენახის მდებარეობის გამო ჩვენ გვაქვს ადგილწარმოშობის ღვინო ვაზისუბანი, რომელიც გამოირჩევა ცინცხალი გემოებით და მრავალი ათეული წლებია პოპულარულია ღვინის მოყვარულებში. ვენახი არის ჩვენი ოჯახის და მას მრავალი წლები უვლიდნენ ჩვენი ოჯახის უფროსი წევრები ,რომლებმაც გააშენეს ის. შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ღვინის ჩამოსხმა და ხალხში გამოტანა მათი ხსოვნის პატივისცემაცაა. ღვინის ადგილწარმოშობა რეგისტრირებულია შესაბამისი წესით.

გსურთ თქვენი მეღვინეობის გაფართოება?

დაგვიკავშირდით
Grapes and wine glass