მარანი 1915

„მარანი 1915“ – მარანი, რომელიც აგრძელებს ისტორიას. მარანი 1915 წარმოადგენს ოჯახურ მეღვინეობას, რომლის ისტორია 1915 წელს იწყება - დროს, როდესაც მეღვინეობა საქართველოში არ იყო ბიზნესი. ის იყო ცხოვრების წესი, შინაგანი კულტურა და სულიერი ვალდებულება წინაპრებისა და ქართული მიწის წინაშე. თითოეული ქვევრი ინახავდა მხოლოდ ღვინოს კი არა, არამედ ადამიანების გულწრფელობას, მოთმინებასა და რწმენას. დღესაც, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ეს ღირებულებები უცვლელად გვამოძრავებს ჩვენი ვენახები გაშენებულია ალაზნის ველზე, კავკასიონის მთების წიაღში - დაცული ადგილწარმოშობის მიკროზონებში: მუკუზანი, ვაზისუბანი, გურჯაანი და კახეთი. ეს ადგილები საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა ქართული მეღვინეობის გულად. სწორედ აქ იზრდება ყურძენი, რომლის მოვლა არაკონვენციური, ბიომეთოდებით ხდება - ქიმიური ჩარევის გარეშე, ბუნების რიტმების პატივისცემით. მიკროკლიმატის ჰარმონია და ნიადაგის მრავალფეროვნება ყურძენს ანიჭებს იშვიათ სისუფთავესა და სიღრმეს. ღვინო იწარმოება უძველესი ქართული ტრადიციით - ასწლოვან ქვევრებში, მიწაში დაფლულ ჭურჭელში, რომელიც ბუნებრივ გარემოს ქმნის ღვინის დამწიფებისთვის. ჩვენი მიდგომა ეფუძნება მინიმალურ ჩარევას და მაქსიმალურ მოთმინებას, რადგან ჩვენთვის დრო არის მთავარი ინგრედიენტი - ის, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთი ტექნოლოგია. მაარანი 1915 აწარმოებს შეზღუდული რაოდენობით, პრემიუმ ხარისხის ღვინოებს - მათთვის, ვინც აფასებს მემკვიდრეობას, ბუნებრივ გემოს და ტრადიციას, რომელიც დროში არ იკარგება.
სოფელი კალაური, გურჯაანი
"მარანი 1915“ დაარსდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში - ალაზნის ველზე, იქ, სადაც ღვინო საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობს და სუნთქავს. ეს მიწა უბრალოდ გეოგრაფიული წერტილი არ არის - ის არის ცოცხალი, 8000-წლიანი მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე ატარებს ქართული, საოჯახო მეღვინეობის სულს. კახეთი მევენახეობის ერთ-ერთი უძველესი აკვანია. მდიდარი ნიადაგი, რბილი კლიმატი და მზის იდეალურად დაბალანსებული რაოდენობა ქმნის შესანიშნავ პირობებს ვაზისთვის. ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები ადასტურებს, რომ ეს რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე უწყვეტად განვითარებული ღვინის კერაა მსოფლიოში. ჩვენი ვენახები გაშენებულია ალაზნის ველზე მდებარე უნიკალურ მიკროზონებში - მუკუზანი, ვაზისუბანი, გურჯაანი და კახეთი - ადგილებში, რომლებიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად გამორჩეულია, არამედ terroir-ის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს. ეს მიწები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ქართული ღვინის ხასიათსა და ღირსებას. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ წინაპართა გზას - ვქმნით ღვინოს სწორედ იმ ქვევრებში, სადაც დრო, ტრადიცია და გარემო ერთ მთლიანობაში აყალიბებს მის ნამდვილ ხასიათს.
პროდუქტები
გსურთ თქვენი მეღვინეობის გაფართოება?
დაგვიკავშირდით