მარანი ხაჟალია
ჩვენი მარანი დაარსდა 2022 წელს. მარანში შეხვდებით, როგორც კახური ყურძნის ჯიშის ღვინოებს, ასევე იმერული ყურძნის ჯიშის ღვინოებს. მარანი ხაჟალია მასპინძლობს სტუმრებს, აცნობებს მათ ქართული ქვევრის ისტორიას და სამზარეულოს. ჩვენს ღვინოებს მოპოვებული აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო.
სოფელი გეგუთი, იმერეთი
მარანი ხაჟალია მდებარეობს იმერეთის ისტორიულ სოფელ გეგუთში, სადაც მდებარეობს XII საუკუნის გეგუთის ციხე დარბაზი. ამ სოფელში ისტორია ერწყმის თანამედროვეობას და იბადება საინტერესო ტურისტული ადგილი.