საწნახელი
საწნახელი ეს არის ოჯახური მარნის ბაზაზე და უძველეს ტრადიციებზე დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანია. მარანი საწნახელი, კახეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 750 მეტრზე ცივგომბორის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას მყოფ ულამაზეს და მეღვინეობით განთქმულ, მანავის დაცული ადგილწარმოშობის მიკრო ზონაში მდებარეობს. ჩვენს მარანში ჯერ კიდევ 150 წლის წინ ხდებოდა ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენება. შესაბამისად ჩვენი ღვინო ინახავს და ნათლად გამოხატავს მის სხეულში წარსულის ანარეკლს, რასაც უანგაროდ უზიარებს ყველა მის სტუმარს.
სოფელი მანავი, კახეთი
პროდუქტები
კახური მწვანე · 2023
თეთრი მშრალი ღვინო „კახური მწვანე“ დამზადებულია კახეთში, მანავის ზონაში მოკრეფილი რჩეული კახური მწვანისგან. ღვინოს აქვს ღია ჩალისფრიდან მომწვანომდე ფერი, ჯიშისთვის დამახასიათებელი რბილი, სიახლით სავსე არომატი და ხალისიანი, ჰარმონიული გემო. მიირთვით ხამანწკებთან და მწვანე სალათთან ერთად. მოხმარების ტემპერატურა: 8–12°C. წარმოებულია საქართველოში.
კახეთი
38.49 ₾ქისი ხიხვი · 2022
თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებული უმაღლესი ხარისხის 50% ქისისა და 50% ხიხვისგან, კახური წესით, ქვევრში ექვსთვიანი ჭაჭაზე დაყოვნებით. გამოირჩევა რბილი ხილის, მწიფე კომშისა და გამხმარი გარგარის სასიამოვნო, ჰარმონიული გემოთი. შესანიშნავად უხდება მწვანე სალათებს, ყველს და ხორცის კერძებს. მოხმარების ტემპერატურა: 8–12°C.
კახეთი
39.99 ₾პეტ ნატი · 2024
პეტ-ნატი, თეთრი ცქრიალა ღვინო, ბრუტი დამზადებულია 2021 წლის მოსავლის მანავის მწვანისა (85%) და მუსკატისგან (15%), კახეთში, სოფელ მანავში. ღია ჩალისფერ ღვინოს ციტრუსის, ტროპიკული ხილისა და ნაზი სურნელის მდიდარი არომატი აქვს. გამოირჩევა დაბალანსებული მჟავიანობითა და სასიამოვნო ცქრიალით. მოხმარების ტემპერატურა: 5–20°C. დუღილი ბოთლში დასრულდა. ღვინო ბუნებრივი და გაუფილტრავია, ამიტომ ბოთლში შესაძლოა ბუნებრივი ნალექი წარმოიქმნას. შეინახეთ მზისგან მოშორებით, გრილ ადგილას, 5-დან 20°C-მდე ტემპერატურა...
კახეთი
54.49 ₾