ღვინის შესახებ
პეტ-ნატი, თეთრი ცქრიალა ღვინო, ბრუტი დამზადებულია 2021 წლის მოსავლის მანავის მწვანისა (85%) და მუსკატისგან (15%), კახეთში, სოფელ მანავში. ღია ჩალისფერ ღვინოს ციტრუსის, ტროპიკული ხილისა და ნაზი სურნელის მდიდარი არომატი აქვს. გამოირჩევა დაბალანსებული მჟავიანობითა და სასიამოვნო ცქრიალით. მოხმარების ტემპერატურა: 5–20°C. დუღილი ბოთლში დასრულდა. ღვინო ბუნებრივი და გაუფილტრავია, ამიტომ ბოთლში შესაძლოა ბუნებრივი ნალექი წარმოიქმნას. შეინახეთ მზისგან მოშორებით, გრილ ადგილას, 5-დან 20°C-მდე ტემპერატურაზე. წარმოებულია სოფელ მანავში, კახეთი, საქართველო. შეიცავს სულფიტებს. ალკ. 12,5%. 750 მლ.
დამატებითი ინფორმაცია
- ყურძნის ჯიში
- კახური მწვანე, მუსკატი
- რეგიონი
- კახეთი
- ვინტაჟი
- 2024
- მოცულობა
- 750მლ
მეღვინეობის შესახებ
საწნახელი
კახეთი
საწნახელი ეს არის ოჯახური მარნის ბაზაზე და უძველეს ტრადიციებზე დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანია. მარანი საწნახელი, კახეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 750 მეტრზე ცივგომბორის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას მყოფ ულამაზეს და მეღვინეობით განთქმულ, მანავის დაცული ადგილწარმოშობის მიკრო ზონაში მდებარეობს. ჩვენს მარანში ჯერ კიდევ 150 წლის წინ ხდებოდა ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენება. შესაბამისად ჩვენი ღვინო ინახავს და ნათლად გამოხატავს მის სხეულში წარსულის ანარეკლს, რასაც უანგაროდ უზიარებს ყველა მის სტუმარს.
გაიცანი მეღვინეობა