ქრაში
CRUSH არის მეტი, ვიდრე უბრალოდ ღვინის კოლექცია, ის აერთიანებს თანამედროვე ქართული მეღვინეობის ხუთ უნიკალურ გამოხატულებას, რომელთაგან თითოეული შექმნილია იმისთვის, რომ ითამაშოს შენი განწყობის სიხშირეზე. სერიის თითოეული ბოთლი განასახიერებს განსხვავებულ განცდას, მსუბუქი და მხიარულიდან ღრმა და ინტენსიურამდე, და გაძლევს საშუალებას, ღვინო იმავენაირად აირჩიო, როგორც მომენტს ირჩევ. CRUSH არ არის მხოლოდ ის, რასაც გემოვნობ, ეს არის ის, რასაც გრძნობ დაგემოვნებისას. თავგადასავლების, მოგონებებისა და ემოციების კოლექცია, ყოველ ჭიქაში გამოტყვეული.
., Kakheti
პროდუქტები
Lover · 2019
მუხის კასრებში დავარგებული კაბერნე სოვინიონისა და საფერავის ბლენდი გამოირჩევა მაყვლის, იასამნის, შავი შოკოლადისა და მსუბუქი სანელებლების არომატებით. ახასიათებს ხავერდოვანი ტექსტურა და ხანგრძლივი დაბოლოება. საუკეთესოდ ეხამება სტეიკს, გამომცხვარ ფრინველის ხორცსა და დაძველებულ ყველს. მიირთვით 14-16°C ტემპერატურაზე.
კახეთი
33.49 ₾Dreamer · 2024
კლასიკური მეთოდით დაყენებული ხიხვისა და ქისის თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო გამოირჩევა თეთრი ატმის, გარგარის, მინდვრის ყვავილებისა და მსუბუქი ციტრუსის არომატებით. ახასიათებს ცინცხალი მჟავიანობა და სასიამოვნოდ დაბალანსებული არომატი. საუკეთესოდ ეხამება მსუბუქ სალათებს, კრემისებრ ყველს და ხილის დესერტებს. მიირთვით 8-10°C ტემპერატურაზე.
კახეთი
36.49 ₾Tender · 2024
კლასიკური როზე დაყენებული ჰამბურგის მუსკატის, ქისისა და მწვანის ბლენდისგან გამოირჩევა კოწახურის, მარწყვისა და ვარდის ფურცლების არომატებით. ახასიათებს სათუთი ტექსტურა, ცინცხალი მჟავიანობა და მინერალური დაბოლოება. საუკეთესოდ ეხამება ზღვის პროდუქტებს, ყველის ნაირსახეობასა და მსუბუქ სალათებს. მიირთვით 10-12°C ტემპერატურაზე.
კახეთი
34.99 ₾Bloomer · 2022
კლასიკური მეთოდით დაყენებული ქინძმარაული გამოირჩევა მწიფე მაყვლის, ალუბალისა და სანელებლების კომპლექსური არომატებით. მისი სიტკბო დაბალანსებულია ცოცხალი მჟავიანობით, ჰარმონიული და გამყოლი დაბოლოებით. საუკეთესოდ ეხამება თხილეულს, ყველის ნაირსახეობას, შოკოლადისა და ხილის დესერტებს. მიირთვით 12-14°C ტემპერატურაზე.
- PDO: ქინძმარაული
- ნახევრად ტკბილი
კახეთი
38.49 ₾Voyager · 2024
კლასიკური მეთოდით დაყენებული ხიხვის, ქისისა და მწვანის ბლენდი გამოირჩევა თეთრი ატმის, მწვანე ვაშლისა და ციტრუსის არომატებით. ახასიათებს ცინცხალი მჟავიანობა, მინერალური ტექსტურა და ხანგრძლივი დაბოლოება. საუკეთესოდ ეხამება შემწვარ ზღვის პროდუქტებს, ფრინველის თეთრ ხორცსა და გამომცხვარ ბოსტნეულს. მიირთვით 10-12°C ტემპერატურაზე.
კახეთი
39.99 ₾