
მთვრალი ზოდიაქოები
იპოვე შენი ზოდიაქო. იგემე შენი ღვინო.
დაბადებული ღვინის, ზოდიაქოს ნიშნების და მშვენიერი ხელოვნების სიყვარულიდან.
თორმეტი ნიშანი. თორმეტი ღვინო.
ჩვენი 12 ღვინოთაგან თითოეული ერთ ზოდიაქოს ნიშანს ეძღვნება - ეტიკეტი ხელით დახატული ქართველი მხატვრების მიერ, ხასიათი კი ვარსკვლავების პიროვნებით ფორმირებული.
“ეს არ არის მხოლოდ ღვინო - ეს არის განწყობა, ბოთლში ჩაქსოვილი თანავარსკვლავედი და სადღეგრძელო საქართველოს უდროო მეღვინეობის სულისადმი.”
მოყვანილი კახეთში
ყველა ყურძენი მოდის ოჯახური ვენახებიდან ახმეტაში, კახეთში - მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს მეღვინეობის რეგიონში. ტრადიციული მეთოდები, მათ შორის ქვევრის დუღილი, თანამედროვე ოსტატობასთან ერთად.
Origin
ახმეტა, კახეთი
პროდუქტები
როზე · 2024
თავგადასავლებისა და თავისუფლების მოყვარული მშვილდოსნის მსგავსად, ეს ღვინო ემოციებითა და შეგრძნებებით სავსე სამყაროში მოგზაურობას გთავაზობთ. გამოირჩევა ტყის მარწყვის, ჟოლოსა და ყვავილების მიმზიდველი არომატით, რაც მშვილდოსნის სპონტანურობას გამოხატავს. დაბალანსებული მჟავიანობა და სიახლე მას დაუვიწყარი შეხვედრების იდეალურ თანამგზავრად აქცევს. კარგად უხდება შემწვარ ბოსტნეულს, თევზს და მსუბუქ სალათებს.
კახეთი
27.99 ₾34.99 ₾ქისი ქვევრი · 2021
ახმეტის მიკროზონის ქისი ქვევრი – ქარვისფერი მშრალი ღვინო – ისეთივე ნოვატორული და უჩვეულოა, როგორც მომავალზე მეოცნებე მერწყული. ქვევრში ერთი თვე დავარგდა. გამოირჩევა თეთრი ხილისა და ჩირის უნიკალური, მრავალფეროვანი არომატით. სავსე გემო კარგად უხდება აზიურ და ქართულ სამზარეულოს.
ვინტაჟი: 2021, 2024
კახეთი
34.99 ₾ვარიანტების ნახვახიხვი ქვევრი · 2024
ხიხვი ქვევრი – თავდაჯერებულობის გამომხატველი თეთრი მშრალი ღვინო. დაყენებულია ქვევრში და გამოირჩევა ატმის ჩირისა და თეთრი ჟოლოს მურაბის ტონებით, რაც ლომის ცეცხლოვან და გულუხვ ბუნებას ასახავს. ტანინიანი და სავსე ღვინო ყურადღებასა და აღფრთოვანებას იმსახურებს, ისევე როგორც ქარიზმატული ლომი.
კახეთი
34.99 ₾ქისი · 2023
ქისი მზრუნველი და ინტუიციური ადამიანების, კირჩხიბების ღვინოა. ციტრუსისა და თეთრი ხილის არომატს ყვავილების ნოტები ახლავს. ღვინის მრავალფეროვნება კირჩხიბის ემოციურ და მზრუნველ ბუნებას შესანიშნავად შეესაბამება.
ვინტაჟი: 2023, 2024
კახეთი
34.99 ₾ვარიანტების ნახვაწინანდალი · 2023
ტყუპებივით, მშრალი თეთრი ღვინო წინანდალიც ხალისიანი, დინამიკური და მრავალმხრივია. დამზადებულია წინანდლის მიკროზონაში მოყვანილი 85% რქაწითელისა და 15% მწვანისგან. გამოირჩევა მწვანე ვაშლის, ციტრუსისა და მინდვრის ყვავილების სასიამოვნო არომატით.
კახეთი
34.99 ₾რქაწითელი · 2024
თხის რქის დისციპლინირებულ და მიზანდასახულ ბუნებას რქაწითელი გამოხატავს – მშრალი თეთრი ღვინო წინანდლის მიკროზონიდან. გამოირჩევა მწიფე ვაშლის, ციტრუსისა და ყვავილების სასიამოვნო არომატით.
კახეთი
34.99 ₾ქინძმარაული · 2022
ქინძმარაული – ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, ინტენსიური, ვნებიანი და იდუმალი, როგორც მორიელი. მრავალფეროვანი არომატი და მდიდარი ტონები – მწიფე მაყვალი, ალუბალი და სანელებლები – მორიელის მომხიბვლელ და მისტიკურ ბუნებას ასახავს. ქინძმარაულის სიტკბოს ხალისიანი მჟავიანობა აწონასწორებს; ჰარმონიული გემო დიდხანს რჩება. კარგად უხდება ხილისა და შოკოლადის დესერტებს, ასევე დავარგებულ ყველს.
ვინტაჟი: 2022, 2023
კახეთი
34.99 ₾ვარიანტების ნახვაკაბერნე · 2019
კაბერნე სოვინიონი – წითელი მშრალი ღვინო, ოსტატობის ნამდვილი გამოხატულება, რომელიც ქალწულის პედანტურ, მომთხოვნ და წვრილმანებისადმი ყურადღებიან ბუნებას შეეფერება. გამოირჩევა ბროწეულის, ალუბლის, მაყვლისა და თამბაქოს ნოტებით, რომლებსაც მინერალურობა აბალანსებს.
კახეთი
34.99 ₾საფერავი · 2021
მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ვერძის თამამ და თავდაჯერებულ ხასიათს გამოხატავს. გამოირჩევა ინტენსიური არომატით. მწიფე მაყვლის, ალუბლისა და სანელებლების ტონები ვერძის მამაც და ენერგიულ ბუნებას ასახავს.
კახეთი
34.99 ₾ალაზნის ველი · 2022
მომხიბვლელი და მოხდენილი სასწორის მსგავსად, ალაზნის ველის თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო ჰარმონიული და ელეგანტურია. სასიამოვნო არომატი, ატმისა და მინდვრის ყვავილების ტონები სასწორის სილამაზისა და ადამიანური ურთიერთობების სიყვარულს ასახავს.
ვინტაჟი: 2022, 2024
კახეთი
34.99 ₾ვარიანტების ნახვამუკუზანი · 2022
მუკუზანი – მუხის კასრებში დავარგებული წითელი მშრალი ღვინო – თავისი მრავალფეროვანი არომატით მშვიდ და განებივრებულ კუროს შეეფერება. გამოირჩევა მწიფე შავი მოცხარის, ქლიავისა და სანელებლების ტონებით. მუკუზანი კუროს მგრძნობიარე და მიწიერ ბუნებას გამოხატავს. მრგვალი ტანინები და ხავერდოვანი სტრუქტურა მას ცხოვრებით ტკბობის მოყვარულთა იდეალურ თანამგზავრად აქცევს.
ვინტაჟი: 2022, 2023
კახეთი
34.99 ₾ვარიანტების ნახვაკახური მწვანე · 2023
წინანდლის მიკროზონის კახური მწვანე – მშრალი თეთრი ღვინო – ისეთივე მიმზიდველია, როგორც ინტუიციური და შემოქმედი მეოცნებე თევზები. ციტრუსის, ატმისა და მწვანე ვაშლის ინტენსიური არომატით ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოსახვით სავსე და მგრძნობიარე ბუნებას ასახავს.
ვინტაჟი: 2023, 2024
კახეთი
34.99 ₾ვარიანტების ნახვა