ბაკურველი
2002 წლიდან, უნიკალურ, ქვიან ტერუარზე გაშენებული, საკუთარი ეკომეგობრული ვენახებიდან შექმნილი ნატურალური მეღვინეობა. ბაკურველი - არა მხოლოდ მიწა, არამედ მემკვიდრეობა მომავალი თაობისთვის!
ბაკურციხე, კახეთი
„ბაკურველი" — მევენახეობის, მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით განვითარებადი ქართული კომპანიაა კახეთში, სოფელ ბაკურციხეში. ბაკურველის მთავარი ღირებულება მდგრადი განვითარება და გარემოზე ზრუნვაა: - ვენახებს ვუვლით ეკომეგობრული, უსაფრთხო მეთოდებით, რითიც ვინარჩუნებთ ბუნებრივ ეკოსისტემას; - მოგვყავს ნატურალური, ჯანსაღი ყურძენი; - ვაწარმოებთ ხუთ სხადასხვა პრემიუმ ხარისხის ნატურალურ ღვინოსა და ტრადიციულ, გამორჩეულ 60°-იან ჭაჭის არაყს. გვჯერა, რომ პასუხისმგებლიანი მევენახეობა და გარემოზე ზრუნვა ქართული ღვინის მომავლის საფუძველია. ბაკურველი ქმნის 69 ერთეულისგან შემდგარ მცირე მეღვინეობების ჰაბს, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ 2002 წლიდან ქვიან, უნიკალურ ტერუარზე გაშენებული ვენახის ნაკვეთი და მხოლოდ გადაწტვეტილებების მიღების საფუძველზე (სრულიად დისტანციურად) შექმნან და მართონ საკუთარი მეღვინეობა, ბაკურველის სერვისების მეშვეობით. კომპანია ნაკვეთის მფლობელებს სთავაზობს სრულ მომსახურებას — ვენახის პროფესიონალურ მოვლას ეკომეგობრული მეთოდებით, ყურძნის გადამუშავებასა და ღვინის წარმოებას, ბოთლში ჩამოსხმასა და ბრენდირებას, ასევე მზა პროდუქციის რეალიზაციის სრულ მხარდაჭერას ადგილობრივ HoReCa სექტორსა და საექსპორტო ბაზრებზე. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში ვითარდება რეზორტის ინფრასტრუქტურა, რომელიც გააერთიანებს მეღვინეობას, გასტრონომიას, დასვენებასა და სხვადასხვა ტურისტულ გამოცდილებას. გასაყიდი ვენახის ნაკვეთები, მათი მდებარეობისა და პროექტის ტურისტული კონცეფციის გათვალისწინებით, კოტეჯების მშენებლობისა და დამოუკიდებელი ტურისტული ობიექტების განვითარების შესაძლებლობასაც იძლევა. შესაბამისად, მფლობელს შეუძლია საკუთარი ვენახი და ღვინის წარმოება გააერთიანოს ინდივიდუალური კოტეჯის განვითარებასთან და საკუთარ ვენახიან მიწაზევე შექმნას საკუთარი თვითმყოფადი ღვინის ტურიზმის ობიექტი. პროექტის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ვენახის საკუთრება, მეღვინეობა, ქართული ტრადიციული გასტრონომია, დასვენება და ღვინის ტურიზმი, შექმნას მცირე მეღვინეობებისა და ტურისტული ობიექტების თანამედროვე ეკოსისტემა და ხელი შეუწყოს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
პროდუქტები
პროდუქტები არ არის