ეკლიპსე logo

ეკლიპსე

ხარისხი პირველ ადგილზე

ვინ ვართ ჩვენ

საუკეთესო ვენახები, საუკეთესო ყურძენი, საუკეთესო ღვინო.

Eclipse - თანამედროვე ქართული მეღვინეობის ბრენდია, რომელიც აერთიანებს ქართული ვაზისა და მიწის უნიკალურ ხასიათს, საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ჩვენთვის მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ავთენტურობა, ინოვაცია და მუდმივი განვითარება. თითოეულ ღვინოში ვცდილობთ შევინარჩუნოთ ქართული ვაზის ბუნებრივი ხასიათი და ამავდროულად შევქმნათ თანამედროვე, დახვეწილი და გამორჩეული სტილი.

Eclipse-ს უკან დგას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდი, რომელთაც ცოდნა, გამოცდილება და ღვინისადმი სიყვარული აერთიანებს.

Eclipse - ხარისხი უპირველეს ყოვლისა.

ტერუარი

Eclipse-ის ვენახები კახეთის გამორჩეულ ადგილებშია გაშენებული - ყვარელში მდინარე ბურსის ნაპირებსა და ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ, ასევე ახაშენში (ფაფარის მინდვრებზე).

თითოეული ლოკაცია განსხვავებული ნიადაგით, კლიმატითა და ბუნებრივი პირობებით გამოირჩევა. ეს მრავალფეროვნება ყურძენს ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ და განსხვავებულ ხასიათს სძენს და Eclipse-ის ღვინოების ინდივიდუალურ სტილს აყალიბებს.

მხოლოდ თვითდინება

გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივად მიღებული, თვითდინებით ჩამოსული ყურძნის წვენი.

ევროპული აღჭურვილობა და სტანდარტები

ღვინის წარმოებისა და დაძველების პროცესში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ევროპული ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ჭურჭელი.

ქართული ტრადიცია

ქართული მეღვინეობის ტრადიციული მეთოდები წარმოების ყველა ეტაპზე.

აღიარება

Feliz

ვერცხლიInternational Rosé Championship 2022
ბრინჯაოLondon Wine Competition 2022

Tsiskari

2020/21

ბრინჯაოDecanter 2024
ბრინჯაოGIWA 2022
ბრინჯაოIWSC 2023

Siskhami

2022

ვერცხლიIWSC 2024
ბრინჯაოDecanter 2024

Esabi Noble

2021

ბრინჯაოSaperavi International 2024

Estate Chardonnay À La Bourguignon

2024

ბრინჯაოIWSC 2026

Pirimtvarisa

2020/21/22

ბრინჯაოSaperavi International
ბრინჯაოIWSC 2026
ვერცხლიIWSC 2026

Darsa-Rqatsiteli

2022

ვერცხლიInternational Qvevri Wine Competition 2023

Darsa-Khikhvi

2022

ბრინჯაოInternational Qvevri Wine Competition 2023
ბრინჯაოIWSC 2024
ბრინჯაოIWSC 2026

Darsa-Kisi

2022

ბრინჯაოInternational Qvevri Wine Competition 2023

წარმოშობა

ყვარელი, კახეთი

მარნის მდებარეობა

პროდუქტები

  • eclipse esabi noble

    ესაბი ნობლე · 2021

    წითელი მშრალი ღვინო "ესაბი ნობლე" დამზადებულია კახეთში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო 12 თვის განმავლობაში დავარგდა იტალიური ტიპის მუხის ბუტში და შემდგო, სამი თვის განმავლობაში ფრანგული მუხის კასრში. ღვინო არის ალუბლისფერი შეფერილობის. ხასიათდება ალუბლის, შავი მოცხარის, კარამელისა და ვანილის არომატებით; გამოირჩევა ხავერდოვანი ტანინით, დაბალანსებული და ჰარმონიული გემოთი.

    კახეთი

    49.49 ₾
  • eclipse mzis tvali

    მზის თვალი · 2021

    ქარვისფერი, მშრალი ღვინო «მზის თვალი» დამზადებულია კახეთში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. ფერმენტაცია გაიარა იტალიურ ამფორაში, სრულ ჭაჭაზე ექვსთვიანი დაყოვნებით. დადუღების შემდეგ ღვინო თორმეტი თვის განმავლობაში ფრანგული მუხის კასრში ვარგდებოდა. ღვინო არის ქარვისფერი შეფერილობის. ხასიათდება ვაშლის ჩირის, ვანილისა და სანელებლების არომატებით. გამოირჩევა ხავერდოვანი ტანინით, დაბალანსებული და ჰარმონიული გემოთ

    კახეთი

    100.49 ₾
  • eclipse pirimtvarisa

    პირიმთვარისა · 2020

    წითელი, მშრალი ღვინო «პირიმთვარისა» დამზადებულია კახეთში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. დადუღების შემდეგ ღვინო თორმეტი თვის განმავლობაში ფრანგული მუხის კასრში ვარგდებოდა. ღვინო არის ალუბლისფერი შეფერილობის. ხასიათდება ალუბლის, შავი მოცხარის, სანელებლებისა და ვანილის არომატებით. გამოირჩევა საშუალო სხეულით, დაბალანსებული და ჰარმონიული გემოთი

    კახეთი

    100.49 ₾
  • eclipse darsa kisi

    დარსა - ქისი · 2022

    ქარვისფერი მშრალი ღვინო, კახეთში მოყვანილი და დამზადებული ქისის ყურძნისგან. დადუღებული და დაძველებულია ქვევრში, რვათვიანი კანთან კონტაქტით.

    კახეთი

    54.49 ₾
  • eclipse darsa khikhvi

    დარსა - ხიხვი · 2022

    ქარვისფერი, მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთში მოწეული რქაწითლის ჯიშის ყურძნისგან. ფერმენტაცია და დავარგება გაიარა ქვევრში, სრულ ჭაჭაზე რვათვიანი დაყოვნებით. ღვინო არის ქარვისფერი შეფერილობის. ხასიათდება ყვითელი ხილის ჩირისა და სანელებლების არომატე-ბით. გამოირჩევა ხავერდოვანი ტანინით, დაბალანსებული და ჰარმონიული გემოთი.

    კახეთი

    59.49 ₾
  • eclipse darsa rkatsiteli

    დარსა - რქაწითელი · 2022

    ქარვისფერი, მშრალი ღვინო დამზადებულია კახეთში მოწეული ხიხვის ჯიშის ყურძნისგან. ფერმენტაცია და დავარგება გაიარა ქვევრში, სრულ ჭაჭაზე რვათვიანი დაყოვნებით. ღვინო არის მუქი ქარვისფერი შეფერილობის. ხასიათდება მწიფე მსხლის, მინდვრის ყვავილებისა და სანელებლების არომატებით. გამოირჩევა ხავერდოვანი ტანინით, დაბალანსებული და ჰარმონიული გემოთი.

    კახეთი

    46.49 ₾
  • eclipse siskhami

    სისხამი · 2022

    თეთრი, მშრალი ღვინო "სისხამი" დამზადებულია კახეთში მოწეული მწვანე კახური ყურძნის ჯიშისგან. ღვინოს აქვს ლამაზი ჩალისფერი შეფერილობა, ნაზი მწვანე ელფერით. არომატი ციტრუსისა და ყვავილოვანი ნოტების სასიამოვნო ნაზავია.

    კახეთი

    38.49 ₾
  • eclipse narnari tsiskari

    ნარნარი ცისკარი · 2022

    კახურის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო არის ჩალისფერი შეფერილობის, მომწვანო ელფერით. ხასიათდება ციტრუსისა და ყვავილოვანი არომატებით. გამოირჩევა სასიამოვნო სიმჟავით, დაბალანსებული და ჰარმონიული გემოთი.

    კახეთი

    20.49 ₾
  • eclipse feliz

    ფელიზი · 2021

    „ფელიზი“ 100% საფერავისგან დამზადებული მშრალი ვარდისფერი ღვინოა - ელეგანტური ყვავილოვან-კენკროვანი არომატით, კარგი მჟავიანობით და რბილი დაბოლოებით. არომატებიდან საგრძნობია კოწახური, ვარდის ფურცლები და მწიფე მარწყვი, რომელიც მოგვიანებით ვლინდება ბაღის ჟოლოსა და ლიჩის ტონებით. გემოში დომინირებს კოწახური და კენკრა.

    კახეთი

    38.49 ₾
  • eclipse estate rkatsiteli mtsvane kakhuri

    Estate Rkatsiteli–Mtsvane Kakhuri · 2024

    Amber, dry wine made from Rkatsiteli and Mtsvane Kakhetian grape varieties grown in Kakheti. Fermented and aged on full skins six month and aged for twelve months in French oak barrels. The wine has an amber color. It is characterized by aromas of dried yellow fruits and caramel. It stands out for its velvety tannins, balanced and harmonious taste.

    43.49 ₾
  • eclipse estate merlot classic

    Estate Merlot Classic · 2024

    Red, dry wine made from Merlot grapes grown in Kakheti. The wine has a cherry color. It is characterized by aromas of dried plum, blackcurrant, and spices. It stands out for its velvety tannins, balanced and harmonious taste.

    კახეთი

    46.49 ₾
  • eclipse estate esabi daperavi

    Estate Esabi-Saperavi · 2024

    Red, dry wine made from Saperavi grapes harvested in Kakheti. The wine has a dark cherry color. Characterized by aromas of cherry, black plum, and blackcurrant. Distinguished by velvety tannins, a balanced and harmonious taste.

    კახეთი

    34.99 ₾
  • eclipse estate chardonnay

    Estate Chardonnay la Méthode Bourguignonne · 2024

    White, dry wine made from Chardonnay grapes harvested in Kakheti. Fermented and aged for ten months in French oak barrels. The wine has a straw color. Characterized by aromas of citrus, roasted almonds, and freshly baked bread. Distinguished by velvety tannins, a balanced and harmonious taste.

    კახეთი

    70.49 ₾
  • eclipse estate alioni noble kisi

    Estate Alioni Noble Kisi · 2023

    White, dry wine made from Kisi grapes harvested in Kakheti. The wine was aged for twelve months in French oak barrels. It has a deep straw color. Characterized by aromas of field flowers, tropical fruits, caramel, and spices. Distinguished by pleasant acidity, a balanced and harmonious taste.

    კახეთი

    54.49 ₾
  • eclipse estate mtsvivani kakhuri

    Estate Mtsvivani Kakhuri · 2025

    White, dry wine produced from 100% Kakhuri Mtsvivani grapes grown in the vineyards of the Eclipse Winery, Kakheti region. This classic white dry wine features a light straw color and a greenish rim. It is characterized by a profile of tropical fruits and enhanced mineral aromas. Distinguished by its pleasant acidity and well-integrated, balanced palate.

    კახეთი

    43.49 ₾

გსურთ თქვენი მეღვინეობის გაფართოება?

დაგვიკავშირდით
Grapes and wine glass