რთველისი
რთველისი logo

რთველისი

1920 წლის მარნიდან - მომავლისკენ.

ჩვენი ისტორია

კახეთი. 1920 წლიდან.

შეიძლება ითქვას, რომ რთველისის ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარნის განახლება მოხდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სწორედ ამ მარანში ხდება დღეს რთველისის ქვევრის ღვინის დამზადება.

კომპანია მეგობრების მიერ იქნა დაარსებული, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობდნენ ვენახებს კახეთში და ეწეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობას.

ზრუნვითა და თავდადებით შექმნილი ქართული ტრადიცია. რთველისი - დაბადებული საქართველოში.

სახელი

სახელი რთველისი ზუსტად გამოხატავს ქართველებისთვის ყურძნის კრეფის დიდ ტრადიციას, სიხარულსა და ვაზის მიმართ პატივისცემას, რაც ქართველებს 8000 წელია მოგვსდევს.

კომპანიის მიზანი დაარსების პირველივე დღეს განისაზღვრა - სახელის დამკვიდრება საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე, მაღალი ხარისხითა და დაუვიწყარი გემოებით.

8000წელი რთველი
1920მამა-პაპისეული მარანი
კახეთისაოჯახო ვენახები
ქვევრიცოცხალი ტრადიცია

ხელოვნება

მიწაში ჩაფლული ქვევრი, ცოცხალი ღვინო

რთველისი ქართული ღვინის მწარმოებელი, მუდმივად ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.

კლასიკური ღვინო

ევროპული მეთოდის მშრალი წითელი და თეთრი

ქვევრის ღვინო

ჭაჭაზე დადუღებული, მიწაში ჩაფლულ ქვევრში

ცქრიალა ღვინო

მსუბუქი, სადღესასწაულო, ცქრიალა

ბრენდი და ჭაჭა

ჩვენივე მოსავლიდან გამოხდილი

აღიარება

ჯილდოს მფლობელი ღვინოები ჩვენი მარნიდან.

Kisi Qvevri

Kisi Qvevri

Mukuzani 2021

Mukuzani 2021

Mukuzani 2021

Mukuzani 2021

Mukuzani 2022

Mukuzani 2022

Mukuzani 2023

Mukuzani 2023

Saperavi 2022

Saperavi 2022

Saperavi Qvevri 2019

Saperavi Qvevri 2019

Saperavi Qvevri 2020

Saperavi Qvevri 2020

Saperavi Qvevri 2021

Saperavi Qvevri 2021

Saperavi-Merlot 2021

Saperavi-Merlot 2021

ჩვენი მარანი

შალაური, თელავი · კახეთი

საქართველოს ღვინის მხარის გულში, რთველისი მდებარეობს თელავთან, ზღვის დონიდან 550-880 მეტრზე - იდეალურ სიმაღლეზე მსოფლიო კლასის ყურძნისთვის. კავკასიონისა და ალაზნის ველის მიერ ჩამოყალიბებული ეს ტერუარი გვაძლევს ღვინოებს, რომლებიც გამორჩეული და თავიანთი წარმოშობის ღრმად გამომხატველია.

550-880მსიმაღლე
თელავიკახეთის რეგიონი
ალაზანიმდინარის ველი
კავკასიონიმთის ტერუარი

ჩვენი მარანი სოფელ შალაურში არის ადგილი, სადაც უძველესი ტრადიცია თანამედროვე ინოვაციას ერწყმის. უახლესი ევროპული ტექნოლოგიითა და მსოფლიო კლასის ლაბორატორიით აღჭურვილი, ის საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ხარისხის უმაღლესი სტანდარტი და შევინარჩუნოთ ქართული მეღვინეობის სული.

ჩვენ არა უბრალოდ ვაწარმოებთ ღვინოს - ვქმნით განცდებს, ჩამოსხმულ მოგონებებს და საქართველოს მემკვიდრეობის გემოს. ყოველი ყლუპი ჰყვება ისტორიას, ყოველი ბოთლი კი ჩვენი მიწის გულს ატარებს.

პროდუქტები

  • rtvelisi saperavi

    Saperavi · 2025

    საფერავი კახეთში, საფერავის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. მწიფე ალუბლისა და საფერავისთვის დამახასიათებელი არომატი. გემო დაბალანსებული და ჰარმონიულია, მაყვლისა და გადამწიფებული შინდის ნოტებით. მკვრივი ღვინოა, დახვეწილი ტანინებით. კარგად უხდება შემწვარ საქონლის ან ცხვრის ხორცს და სტეიკს.

    კახეთი

    19.99 ₾
  • rtvelisi tvishi

    Tvishi · 2025

    ტვიში ტვიშის მიკროზონაში, ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ნახევრად ტკბილი ღვინო მინდვრის ყვავილებისა და ხილის არომატით გამოირჩევა. სასიამოვნოდ გამაგრილებელი და პიკანტური, კომშისა და მსხლის ნოტებით. ხალისიანი და სუფთა გემო ხილისა და ყვავილების არომატს კვლავ აცოცხლებს. მიირთვით ცალკე ან ქათმისა თუ თევზის პაშტეტთან და სხვადასხვა ყველთან ერთად.

    რაჭა-ლეჩხუმი

    38.49 ₾
  • rtvelisi kisi

    Kisi · 2025

    ქისი კახეთში, ქისის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ევროპული სტილის რბილი, ღია ქარვისფერი ღვინო. პირველად ყვავილებისა და თეთრი ატმის ნოტები იგრძნობა, რომლებიც მანგოს ტონებში გადადის და ატმისა და ანანასის ელეგანტური ნიუანსებით სრულდება. კარგად უხდება სოკოს, თევზს და ყველს.

    კახეთი

    20.49 ₾
  • rtvelisi khvanchkara

    Khvanchkara · 2025

    ხვანჭკარა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინოა, რომელიც რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან მზადდება. ჯიშის მკაფიო არომატში ჟოლოსა და ნუშის ნოტები ჭარბობს. იგრძნობა მსუბუქი მოშებოლილობა და ტყის მარწყვი, გემოში კი – ჩირი და ბროწეული, კარამელისა და ნუშის ნაზი ნიუანსებით. კარგად უხდება დესერტებს, ნიგვზიან ნამცხვარს და რბილ, გემოვან ყველს.

    60.99 ₾
  • rtvelisi mukuzani

    Mukuzani · 2025

    მუკუზანი მშრალი წითელი ღვინოა, რომელიც კახეთში საფერავისგან მზადდება. ღვინო მუქი ლალისფერია. წითელი ხილისა და ალუბლის დახვეწილი არომატი. ხილის ნოტებით სავსე ინტენსიური ღვინოა, ძლიერი ტანინებით; გემო დიდხანს რჩება. კარგად უხდება შემწვარ საქონლისა და ღორის ხორცს და ზომიერად დავარგებულ ყველს.

    კახეთი

    27.49 ₾
  • rtvelisi kindzmarauli

    Kindzmarauli · 2025

    ქინძმარაული ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინოა, რომელიც კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავისგან მზადდება. წითელი ხილისა და ალუბლის დახვეწილი არომატი. თავდაპირველად ტკბილი მაყვლისა და შავი ბლის კონფიტიური ჭარბობს. გემო სავსე და მკვრივია, ოდნავ მკაცრი ტანინებით, ხალისიანი მჟავიანობით და ტკბილი, ხილოვანი გემოთი, რომელიც დიდხანს რჩება. კარგად უხდება ტკბილეულს და დესერტებს.

    კახეთი

    29.99 ₾
  • rtvelisi saperavi premium

    Saperavi Premium · 2024

    საფერავი პრემიუმი მშრალი წითელი ღვინოა, რომელიც კახეთში, საგულდაგულოდ შერჩეული საფერავისგან მზადდება. არომატში ალუბლის ლიქიორი და წითელი ხილის მურაბა მკაფიოდ იკვეთება. ელეგანტური და ხავერდოვანი ღვინოა, წითელი ხილისა და ვანილის ნოტებით. კარგად უხდება მწვადს და ზომიერად დავარგებულ ყველს.

    კახეთი

    33.49 ₾
  • rtvelisi saperavi qvevri

    Saperavi Qvevri · 2024

    საფერავი ქვევრი ტრადიციული ქართული წითელი ღვინოა, რომელიც საფერავისგან ქვევრში, ძირითადად კახეთში მზადდება. მდიდარია მწიფე ალუბლისა და წითელი კენკრის არომატით. გამოირჩევა ვანილის მსუბუქი ნოტებით; გემო დიდხანს რჩება. კარგად უხდება შებოლილ და შემწვარ ხორცს, სტეიკს და მწვადს.

    კახეთი

    38.49 ₾
  • rtvelisi ojaleshi rose premium

    Ojaleshi Rosé Premium Collection · 2025

    ოჯალეში ვარდისფერი – ქართული ვარდისფერი ღვინო ოჯალეშისგან. მაღალი ხარისხის, სრულად მწიფე ყურძნის თვითნადენი ტკბილი ვარდისა და ჟოლოს ნაზი ნოტებით გამოირჩევა. ოჯალეშის ბუნებრივი სიტკბო და მჟავიანობა სრულ ბალანსს ქმნის. კარგად უხდება თევზის, სოკოსა და ბოსტნეულის კერძებს.

    რაჭა-ლეჩხუმი

    39.99 ₾
  • rtvelisi tsinandali

    Tsinandali · 2025

    წინანდალი მშრალი თეთრი ღვინოა, რომელიც კახეთში რქაწითელისა და მწვანის კუპაჟით მზადდება. არომატში ბანანისა და ტროპიკული ხილის ნოტები ჭარბობს. გემო დახვეწილი და ინტენსიურია, მუხის ნაზი ნიუანსით. კარგად უხდება სალათებს, შემწვარ ბოსტნეულს, ქათამს და თევზს ციტრუსის სოუსით.

    14.49 ₾
  • rtvelisi kisi qvevri

    Kisi Qvevri · 2024

    ქისი ქვევრი ტრადიციული ქარვისფერი ღვინოა, რომელიც ქისისგან ქვევრში, ძირითადად კახეთში მზადდება. მწიფე ყვითელი ხილის არომატი. საკმაოდ მინერალური, ინტენსიური და კარგად დაბალანსებული ღვინოა, დახვეწილი სტრუქტურით; გემო დიდხანს რჩება. კარგად უხდება თევზს და ქათამს.

    კახეთი

    43.49 ₾
  • rtvelisi red blend premium

    Red Blend Premium Collection · 2024

    დახვეწილი წითელი კუპაჟი ალექსანდროულის, ოჯალეშისა და საფერავისგან – ხასიათის, სიღრმისა და ელეგანტურობის ჰარმონიული გამოხატულება. მუქი ხილის – მაყვლის, შავი ბლისა და ქლიავის – მდიდარ არომატს სანელებლების, მიწისა და ყვავილების ნოტები ავსებს. მწიფე კენკრის ინტენსიურ და ჰარმონიულ გემოს რბილი ტანინები, მიწის ნოტები და დაბალანსებული მჟავიანობა ემატება. გემო თბილია და დიდხანს რჩება. კარგად უხდება მწვადს, ჩაშუშულ კერძებს, შემწვარ ცხვრის ხორცს და დავარგებულ ყველს.

    46.49 ₾
  • rtvelisi mtsvane

    Mtsvane · 2025

    მწვანე მშრალი თეთრი ღვინოა, რომელიც ძირითადად კახეთში, მწვანის ყურძნისგან მზადდება. გრეიფრუტის, ლიმონისა და ყვავილების არომატი. მკვრივი გემო ტროპიკული ხილის გამოკვეთილი არომატით. გემო დიდხანს რჩება, მადისაღმძვრელი მწვანე ვაშლის ხასიათითა და მსუბუქი მჟავიანობით. კარგად უხდება თევზისა და ქათმის კერძებს.

    კახეთი

    16.49 ₾
  • rtvelisi gaamos red dry

    Gaamos Red Dry

    „გაამოს“ რბილი სტრუქტურისა და დაბალანსებული ხასიათის მშრალი წითელი ღვინოა საფერავისგან. მწიფე ალუბლისა და საფერავისთვის დამახასიათებელ არომატს მაყვლისა და გადამწიფებული ალუბლის წვნიანი ნოტები და ჩირის ტონები ერთვის. გემო წვნიანი და მრგვალია, მწიფე, მტკიცე ტანინებით. კარგად უხდება შემწვარ საქონლის ან ცხვრის ხორცს და სტეიკს.

    კახეთი

    16.49 ₾
  • rtvelisi rkatsiteli

    Rkatsiteli · 2025

    რქაწითელი მშრალი თეთრი ღვინოა, რომელიც ძირითადად კახეთში, რქაწითელის ყურძნისგან მზადდება. გარგარისა და ატმის არომატი ყვავილების ნოტებით. მსუბუქი და სუფთა, ყვითელი ხილის გამოკვეთილი გემოთი, ხალისიანი მჟავიანობითა და სიახლით. კარგად უხდება წასახემსებელს, შემწვარ თევზს და სხვადასხვა სალათს.

    კახეთი

    12.49 ₾
  • rtvelisi tsolikouri kisi premium

    Tsolikouri Kisi Premium Collection · 2025

    ნახევრად მშრალი თეთრი ღვინო კახეთში მზადდება რთველისის პრემიუმ ღვინისთვის განკუთვნილ ვენახებში მოყვანილი ქისისა და იმერეთში მოყვანილი ცოლიკოურისგან. მდიდრულ არომატში დასავლეთისა და აღმოსავლეთის შერწყმა იგრძნობა. ღია ოქროსფერი ღვინო ხილის მრავალფეროვანი პალიტრით გამოირჩევა, რომელშიც ტროპიკული ხილი და ვაშლი მკაფიოდ იგრძნობა. მკვრივი, დაბალანსებული, დახვეწილი სტრუქტურით; გემო დიდხანს რჩება. მიირთვით თევზის, სოკოსა და ბოსტნეულის კერძებთან ერთად.

    36.49 ₾
  • rtvelisi tsinandali premium

    Tsinandali Premium Collection · 2024

    წინანდალი პრემიუმი პრემიუმ კლასის მშრალი თეთრი ღვინოა, რომელიც კახეთში რქაწითელისა და მწვანის რჩეული კუპაჟით მზადდება. წინანდლისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი და მდიდარი არომატი აქვს, რომელშიც რქაწითელი მკაფიოდ იგრძნობა. ციტრუსის, გაზაფხულის სიახლისა და ახალი ყვავილების ნოტები მუხის ნაზ ტონებს ჰარმონიულად ერწყმის. არომატში ჭარბობს ტროპიკული ხილი და ვანილი, მუხა კი განსაკუთრებით გამოკვეთილია. ბოთლში დავარგება ღვინოს ავითარებს და ამდიდრებს. შესანიშნავია აპერიტივად, ასევე თევზთან, სალათებთან...

    39.99 ₾
  • rtvelisi gaamos white dry

    Gaamos White Dry

    „გაამოს“ მსუბუქი და ელეგანტური ხასიათის მშრალი თეთრი ღვინოა. ატმისა და გარგარის ნოტებს ყვავილების ნიუანსები ავსებს. მსუბუქი, ხალისიანი გემო არომატს იმეორებს – ყვითელი ხილის ნოტებით, მჟავიანობითა და სიახლით. სასიამოვნო ხილოვანი გემო და კარგად დაბალანსებული ჰარმონია. მიირთვით აპერიტივად, შემწვარ თევზთან და სხვადასხვა სალათთან ერთად.

    კახეთი

    13.49 ₾
  • rtvelisi aleksandrouli premium

    Aleksandrouli Premium Collection · 2024

    ალექსანდროული რაჭის მევენახეობის რეგიონში მოყვანილი ალექსანდროულისგან მზადდება. მუხის კასრებში დავარგებული ღვინო მწიფე ალუბლის, მაყვლისა და ვანილის ინტენსიური არომატით გამოირჩევა. რბილი და კარგად აგებულია; გემოში მუქი კენკრის, სანელებლებისა და მოხალული მუხის ნაზი ნოტები იშლება. შესანიშნავად უხდება მწვადს, შემწვარ ცხვრის ხორცს, დავარგებულ ყველს და ნოყიერ კერძებს.

    რაჭა-ლეჩხუმი

    41.49 ₾
  • rtvelisi chacha classic

    Chacha Classic

    ჭაჭა „კლასიკი“ ქართული ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგანაა გამოხდილი. მკაფიო არომატი და სასიამოვნოდ რბილი გემო.

    36.99 ₾
  • rtvelisi sparkling white semi dry

    Sparkling White Semi-Dry · 2025

    თეთრი ნახევრად მშრალი ცქრიალა ღვინო მსუბუქი და ხალისიანია, წვრილი ბუშტუკებითა და სასიამოვნო, რბილი სიტკბოთი. კახური მწვანე ციტრუსისა და ატმის სასიამოვნო არომატს იძლევა, რაც ღვინოს ხალისიან და არომატულ ხასიათს ანიჭებს. სიტკბოსა და მჟავიანობის კარგად დაბალანსებული ნაზავი გამაგრილებელ, ნაზ გემოს ქმნის, რომელიც დიდხანს რჩება. მიირთვით კარგად გაციებული; შესანიშნავად უხდება ზღვის პროდუქტებს, მსუბუქ სალათებს, ახალ ყველს და მსუბუქ წასახემსებელს.

    20.49 ₾
  • rtvelisi gaamos white semi sweet

    Gaamos White Semi-Sweet

    „გაამოს“ მსუბუქი და ელეგანტური ხასიათის ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინოა. სიახლით სავსე არომატი თეთრი ხილისა და მურაბის ტკბილი ნოტებით. ზომიერი ინტენსივობის ღვინოა რბილი და სასიამოვნო მჟავიანობით, რომელიც მის სიტკბოს იდეალურად აბალანსებს. კარგად უხდება თევზს, სხვადასხვა ყველს და მსუბუქ სალათებს.

    კახეთი

    13.49 ₾
  • rtvelisi gaamos rose

    Gaamos Rosé

    „გაამოს“ ვარდისფერი მსუბუქი და ელეგანტური ღვინოა ხალისიანი ხილის არომატითა და ნაზი, გამაგრილებელი სტრუქტურით. ბროწეულისა და კოწახურის არომატს ატამი და ჟოლო ერწყმის. ოდნავ ტკბილი, გამაგრილებელი და ნაზი გემო წითელი ხილის არომატით. გემო რბილი და მიმზიდველია, წვნიანი მჟავიანობითა და ბუნებრივი სიტკბოთი კარგად დაბალანსებული. კარგად უხდება თევზისა და ხორცის ღვეზელებს; კარგი არჩევანია ზაფხულის პიკნიკისა და მწვადისთვის.

    კახეთი

    14.99 ₾
  • rtvelisi sparkling rose semi dry

    Sparkling Rosé Semi-Dry · 2025

    ვარდისფერი ნახევრად მშრალი ცქრიალა ღვინო მსუბუქი და ხალისიანია, წვრილი ბუშტუკებითა და სასიამოვნო, რბილი სიტკბოთი. საფერავი ღვინოს წითელი კენკრის – მარწყვისა და ჟოლოს – ნაზ არომატს და ყვავილების დახვეწილ ნოტებს აძლევს. ხალისიანი და გამაგრილებელია, სიტკბოსა და მჟავიანობის იდეალური ბალანსით; გემო რბილი და სუფთაა, კენკრის არომატით. შესანიშნავად უხდება მსუბუქ წასახემსებელს, ზღვის პროდუქტებს, შემწვარ ბოსტნეულს და რბილ ყველს.

    21.49 ₾
  • rtvelisi sparkling white semi sweet

    Sparkling White Semi-Sweet · 2025

    თეთრი ნახევრად ტკბილი ცქრიალა ღვინო მსუბუქი და არომატულია, რბილი, სასიამოვნო სიტკბოთი და წვრილი ბუშტუკებით. კახური მწვანისა და რქაწითელის ჰარმონიული კუპაჟი ციტრუსისა და მწიფე მსხლის ნოტებს გვთავაზობს, თაფლის მსუბუქი სიტკბოთი. რბილი, ნახევრად ტკბილი ღვინოა; დაბალანსებული მჟავიანობა ხილის არომატს აძლიერებს, გემო კი მრგვალი და ხავერდოვანია. შესანიშნავად უხდება ზღვის პროდუქტებს, მსუბუქ სალათებს, ახალ ყველს და მსუბუქ წასახემსებელს.

    20.49 ₾
  • rtvelisi sparkling white brut

    Sparkling White Brut · 2025

    თეთრი ცქრიალა ბრუტი მშრალი ცქრიალა ღვინოა წვრილი ბუშტუკებითა და ხალისიანი მჟავიანობით. კახური მწვანისა და სოვინიონ ბლანის კუპაჟი გამორჩეულ არომატს ქმნის, ციტრუსისა და ატმის ნოტებით. სიტკბოსა და მჟავიანობის ბალანსი იდეალურ ჰარმონიას ქმნის, გემო კი დიდხანს რჩება და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიირთვით კარგად გაციებული; შესანიშნავად უხდება ზღვის პროდუქტებს, მსუბუქ სალათებს, ახალ ყველს და მსუბუქ წასახემსებელს.

    33.49 ₾
  • rtvelisi gaamos red semi sweet

    Gaamos Red Semi-Sweet

    „გაამოს“ რბილი სტრუქტურისა და დაბალანსებული ხასიათის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინოა. ჭარბობს შავი მოცხარის, მაყვლისა და ალუბლის არომატი. ხილოვანი და სიახლით სავსე, თუმცა მკვრივი ღვინოა; ჯიშის ნოტები მრავალფეროვან და ტკბილ გემოსთან შესანიშნავად არის დაბალანსებული. მიირთვით აპერიტივად ან ტკბილ დესერტებთან და ნამცხვართან ერთად.

    კახეთი

    16.49 ₾
  • rtvelisi brandy 3 star

    Brandy 3*

    ქართული ბრენდი 3* მუხის კასრებში მინიმუმ 3 წელი ძველდება, რაც მას რბილ და კარგად დაბალანსებულ ხასიათს აძლევს. გამოირჩევა მუხის სანელებლოვანი არომატით, ხილისა და მინდვრის ყვავილების ჰარმონიული ნოტებით და სასიამოვნოდ ხალისიანი გემოთი.

    22.49 ₾
  • rtvelisi brandy vsop

    Brandy VSOP

    სიმაგრისა და სირბილის ბუნებრივი ბალანსი რთველისი VSOP-ის ჰარმონიულ კუპაჟს ქმნის – რთველისი ჯგუფის გამორჩეულ პროდუქტს, რომელშიც სიმწიფე ენერგიას ერწყმის. მას ჩირის, შავი ქლიავის, დარიჩინის, ვანილისა და სხვა ტკბილი სანელებლების ნოტები ახლავს.

    63.99 ₾
  • rtvelisi brandy vs

    Brandy VS

    რთველისი VS – სიახლით სავსე, ჰარმონიული და ხასიათიანი ბრენდი – სხვადასხვა ასაკის სპირტების მადისაღმძვრელი კუპაჟია. მინდვრის ყვავილებისა და ჩირის მკაფიო არომატი და ხავერდოვანი გემო.

    50.49 ₾
  • rtvelisi brandy xo

    Brandy XO

    რთველისი XO ბრენდის კლასიკური ხაზის გამორჩეული პროდუქტია. პირველივე შეხებისას იგრძნობა ვანილის, შოკოლადისა და მუხის ინტენსიური ნოტები, ნუშისა და ტყავის დამახასიათებელ არომატებთან ერთად.

    219.49 ₾
  • rtvelisi chacha barrel

    Chacha Barrel

    ჭაჭა „ბარელი“ ქართული ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგანაა გამოხდილი. მუხის კასრებში მინიმუმ 6 თვე ძველდება, რაც მას უნიკალურ, მსუბუქ და ჰარმონიულ გემოს აძლევს.

    42.49 ₾
  • rtvelisi brandy 5 star

    Brandy 5*

    ქართული ბრენდი 5* მუხის კასრებში მინიმუმ 5 წელი ძველდება, რაც მას უფრო ღრმა და რბილ ხასიათს აძლევს. მოხალული ნუშის ინტენსიურ გემოს ყურძნის ნოტები ოდნავ არბილებს. გამოირჩევა ხილისა და მუხის სასიამოვნო არომატით.

    29.99 ₾

გსურთ თქვენი მეღვინეობის გაფართოება?

გახდით ჩვენი პარტნიორი
Grapes and wine glass