Grapes

მეღვინეობა ჯობავა

„მეღვინეობა ჯობავა“ კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს და საქართველოს 8000 წლიანი მეღვინეობის მემკვიდრეობის სულისკვეთებას ატარებს. მეღვინეობა, რომელიც 2013 წელს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის მიერ დაარსდა, მედეგობაზე, სიყვარულსა და ტრადიციებისადმი პატივისცემაზეა დაფუძნებული. ის, რაც ვაზის მოშენებითა და მოვლით დაიწყო, თანამედროვე მეღვინეობად გადაიქცა, რომელიც პრემიუმ ხარისხის ღვინოებს, ავთენტურ ჭაჭას და ახლა უკვე ბრენდის აწარმოებს. თითოეული ბოთლი ჩვენს ღირებულებებს ასახავს: ღვინო უბრალოდ სასმელი არაა - ეს ისტორია, კულტურა და ურთიერთობებია. “მეღვინეობა ჯობავა” წარმოგიდგენთ პრემიუმ ხარისხის ღვინოებსა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. ჩვენთვის მეღვინეობა ხელოვნებაა - პროცესი, სადაც კლასიკური მეთოდები ჰარმონიულად ერწყმის ქართულ ტრადიციას და შედეგად იბადება გამორჩეული ხარისხის ღვინო. ჩვენს საწარმოო პროცესში ვიყენებთ კლასიკურ, ქართულ ტრადიციულ, ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიასა და პრემიუმ ხარისხის მუხის კასრებში დავარგების მეთოდებს.

სოფელი შილდა, კახეთი

“მეღვინეობა ჯობავას” ვენახები მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს თვალწარმტაც ლანდშაფტებში - კერძოდ კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში. მიკროკლიმატისა და ტერუარის უნიკალური სინთეზი ღვინოს იმ ხასიათსა და სიღრმეს ანიჭებს, რომელიც ასახავს როგორც გარემოს უნიკალურობას, ისე თითოეული ვაზისადმი მიძღვნილ დიდ ზრუნვას. 2013-2022 წლებში ჩვენი ყურადღება ძირითადად მევენახეობაზე იყო ორიენტირებული. ამ პერიოდში გამორჩეული სიფრთხილითა და სიყვარულით ვუვლიდით ქართული ენდემური ვაზის ჯიშების, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი და კახური მწვანე. ამ წლებმა საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მომავალ საქმიანობას. 2022 წლიდან ,,მეღვინეობა ჯობავა“ გაფართოვდა და მოიცვა როგორც მევენახეობა, ასევე მეღვინეობა. ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე სტანდარტების საწარმომ, რომელიც ქართულ ტრადიციულ ქვევრებთან ერთად აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით.

პროდუქტები

პროდუქტები არ არის

გსურთ თქვენი მეღვინეობის გაფართოება?

დაგვიკავშირდით
Grapes and wine glass