მეღვინეობის შესახებ
მეღვინეობა ჯობავა
„მეღვინეობა ჯობავა“ კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს და საქართველოს 8000 წლიანი მეღვინეობის მემკვიდრეობის სულისკვეთებას ატარებს.
მეღვინეობა, რომელიც 2013 წელს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის მიერ დაარსდა, მედეგობაზე, სიყვარულსა და ტრადიციებისადმი პატივისცემაზეა დაფუძნებული. ის, რაც ვაზის მოშენებითა და მოვლით დაიწყო, თანამედროვე მეღვინეობად გადაიქცა, რომელიც პრემიუმ ხარისხის ღვინოებს, ავთენტურ ჭაჭას და ახლა უკვე ბრენდის
აწარმოებს. თითოეული ბოთლი ჩვენს ღირებულებებს ასახავს: ღვინო უბრალოდ სასმელი არაა - ეს ისტორია, კულტურა და ურთიერთობებია.
“მეღვინეობა ჯობავა” წარმოგიდგენთ პრემიუმ ხარისხის ღვინოებსა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. ჩვენთვის მეღვინეობა ხელოვნებაა - პროცესი, სადაც კლასიკური მეთოდები ჰარმონიულად ერწყმის ქართულ ტრადიციას და შედეგად იბადება გამორჩეული ხარისხის ღვინო. ჩვენს საწარმოო პროცესში ვიყენებთ კლასიკურ, ქართულ ტრადიციულ, ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიასა და პრემიუმ ხარისხის მუხის კასრებში დავარგების მეთოდებს.
გაიცანი მეღვინეობა