ღვინის შესახებ
ქარვისფერი მშრალი ღვინო ხიხვისგან. დამზადებულია ძველი კახური წესით, ქვევრში – სრული დუღილითა და ჭაჭაზე დაყოვნებით. ღვინოს ამ უნიკალური ჯიშისთვის დამახასიათებელი არომატი და რბილი მჟავიანობა აქვს, მწიფე მსხლის, ატმის, გამხმარი გარგარისა და ნუშის ნოტებით. საუკეთესოდ უხდება ხბოს ხორცს, ცხვრის ხორცს და მწვადს. მოხმარების ტემპერატურა: 12–16°C.
