ღვინის შესახებ
შეზღუდული რაოდენობით დამზადებული მშრალი ვარდისფერი ღვინო. გულორდავების ოჯახი მას ქართლში ხელით მოკრეფილი, საგულდაგულოდ შერჩეული შავკაპიტოსგან აყენებს. შავკაპიტოსთვის დამახასიათებელი ხალისიანი არომატი ალუბლის, მოცვისა და ქლიავის ჰარმონიული ნაზავია, კანფეტისა და კოწახურის ნაზი ნოტებით. ეს ტონები წითელი კენკრის სიახლეს ერწყმის და ღვინოს ენერგიულსა და გამაგრილებელს ხდის. მოხმარების ტემპერატურა: 8–12°C.
