ღვინის შესახებ

შეზღუდული რაოდენობით დამზადებული მშრალი წითელი ღვინო. გულორდავების ოჯახი მას ხელით მოკრეფილი ოჯალეშისგან აყენებს, რომელიც მარტვილის გულში, სოფელ სალხინოში მოჰყავთ. დუღილის შემდეგ ღვინო ექვსი თვე უჟანგავი ფოლადის ავზში ყოვნდება, ამიტომ ჯიშის მკაფიო ხასიათს ინარჩუნებს. ლალისფერი, ფენოლებით მდიდარი ღვინო მაყვლის, ტყის ჟოლოსა და ოჯალეშისთვის დამახასიათებელი ყვავილოვან-სანელებლოვანი არომატით გამოირჩევა. ღვინო აბრეშუმისებრი, ხალისიანი და კარგად დაბალანსებულია, მისი სიახლით სავსე გემო კი დიდხანს რჩება. ეს დასავლეთ საქართველოს ღვინის ნამდვილი ნიმუშია. მოხმარების ტემპერატურა: 14–16°C.



დამატებითი ინფორმაცია

ყურძნის ჯიში
ოჯალეში
ვინტაჟი
2022
მოცულობა
750მლ

მეღვინეობის შესახებ

გულორდავას საოჯახო მეღვინეობა

კახეთი

გულორდავას საოჯახო მეღვინეობა logo

გულორდავას საოჯახო მეღვინეობა მცირე-საშუალო მეღვინეობაა, რომელიც დაფუძნებულია ღვინის კულტურის მიმართ ღრმა სიყვარულსა და მჭიდრო კავშირზე. მრავალწლიანი გამოცდილების შთაგონებით, მეღვინეობის დამფუძნებელმა ცხოვრებისეული ოცნება რეალობად აქცია და შექმნა გამორჩეული ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად აერთიანებს ტრადიციასა და ინოვაციას. 2021-2022 წლებში გულორდავას საოჯახო მეღვინეობა ბაზარზე ოფიციალურად გამოჩნდა, როგორც პრემიუმ კლასის, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინის მწარმოებელი კომპანია. სტრატეგიული ხედვა იყო და არის ისეთი ღვინოების შეთავაზება, რომლებიც ასახავს ქართულ ტრადიციას და თანამედროვე მეღვინეობის მაღალ სტანდარტებს. 2025 წელს ბრენდმა გახსნა პირველი ოფიციალური შოურუმი, სადაც ეწყობა დეგუსტაციები და პროდუქტის პრეზენტაციები, ამავდროულად ბრენდის იდენტობა კიდევ უფრო დაიხვეწა, პრემიუმ ბაზრის შესაბამისად. მეღვინეობა წარმატებით მონაწილეობს რეგიონულ და საერთაშორისო ღვინის ფესტივალებსა და კონკურსებში, სადაც დაიმსახურა ადრეული აღიარება და დადებითი შეფასებები პროფესიონალებისგან. 2023 წელს ბრენდმა მიიღო ვერცხლის მედალი ქვევრის წითელ ღვინოზე და ბრინჯაოს მედალი რქაწითელზე Decanter World Wine Awards-ის ფარგლებში. გულორდავას საოჯახო მეღვინეობა ქმნის ღვინოებს საქართველოს ყველაზე გამორჩეულ ტერუარებში - ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, ლეჩხუმი - სადაც უნიკალური მიკროკლიმატები, ნიადაგები და ტრადიციები განსაზღვრავს თითოეული ყურძნის ინდივიდუალურ ხასიათს. თითოეულ რეგიონში პატივს მივაგებთ ტრადიციულ ქვევრის ტექნოლოგიასა და თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს, რითიც მიღწეულია დახვეწილობა და ბალანსი.

გაიცანი მეღვინეობა
gulordava-ojaleshi
გულორდავას საოჯახო მეღვინეობა

ოჯალეში

ვინტაჟი: 2022 · მოცულობა: 750მლ



83.99 ₾

მარაგშია

1

Grape