ღვინის შესახებ
შეზღუდული რაოდენობით დამზადებული მშრალი თეთრი ღვინო. გულორდავების ოჯახი მას ხელით მოკრეფილი ჩინურისა და გორული მწვანისგან აყენებს, რომლებიც ქართლში, ცნობილ სოფელ ატენში, ძველ ვენახებში იზრდება. კლასიკური წესით, ჭაჭის გარეშე დადუღებული ღვინო ხალისიანი და ენერგიულია და ორივე ჯიშის სუფთა ხასიათს გამოხატავს. ციტრუსის ქერქის, კივის, მწვანე ვაშლისა და მწვანილის არომატს მწვანე ჩაის ნაზი ნოტები ერწყმის. არომატული და კარგად დაბალანსებული ღვინო ჰარმონიულად უხდება ბოსტნეულის სალათებს, შემწვარ თევზს და ყველის დაფას. მოხმარების ტემპერატურა: 8–12°C.
