ღვინის შესახებ
შეზღუდული რაოდენობით დამზადებული ქარვისფერი მშრალი ღვინო. გულორდავების ოჯახი მას ახმეტის გამორჩეულ ტერუარზე ხელით მოკრეფილი ყურძნისგან აყენებს. ღვინო ტრადიციულ ქვევრში ექვსი თვე ჭაჭაზე დუღდა და დაყოვნდა. გამოირჩევა კომშის ჩირის, გარგარის პიურესა და აკაციის ყვავილების თაფლოვანი არომატით, რომელსაც ფრანგულ მუხაში ექვსთვიანი დავარგებით შეძენილი მოხალული ქოქოსის, ვანილისა და საცხობი სანელებლების ნიუანსები ერწყმის. მრავალფეროვანი გემო შესანიშნავად არის დაბალანსებული და დიდხანს რჩება. მოხმარების ტემპერატურა: 13–15°C.
დამატებითი ინფორმაცია
- სტილი
- ქარვისფერი, მშრალი
- ყურძნის ჯიში
- ქისი
- რეგიონი
- კახეთი
- ვინტაჟი
- 2022
- მოცულობა
- 750მლ
