ღვინის შესახებ
დამზადებულია კახეთში მოყვანილი ადგილობრივი ჯიშის, საფერავისგან, ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული წესით. აქვს ბროწეულისფერი. გამოირჩევა მკაფიო, მკაცრი, მაგრამ ჰარმონიულად შერწყმული ხილის არომატებით. კარგად უხდება ზღვის პროდუქტებს, ხორცის კერძებს, ძროხის, ღორისა და ცხვრის მწვადს. მოხმარების ტემპერატურა: 14–16°C.
